Sunday, August 4, 2013

როგორ შეცვალა ადამიანმა გარემო

პროექტის სახელწოდება-როგო შეცვალა ადამიანმა გარემო
პროექტის მთავარი იდეა-მაისის თვეში სურამს უამრავი დამსვენებელი სტუმრობს, ამ პერიოდში მწიფდებაწიწოვნების მტვერი, რომელიც სასარგებლოა ბრონქიალურ-ასთმიანი ბავშვებისათვის.
დამსვენებლების მომრავლებამ პრობლემა შეუქმნატყეს, კერძოდ:
·         ხდება დანაგვიანება არსებული ტერიტორიის
·         აზიანებენ ხის მერქანს
·         ანთებენ კოცონს და იქმნება ხანძრის საშიშროება
შესაძლებელია მიზეზი იყოს ტყეში არასაკმარისი რაოდენობით ურნები, აგრეთვე ადამიანების ეკოლოგიური განათლების დაბალი დონე.
პროექტის აქტუალობა-ყოფით ცხოვრებაში გამოყენება
პროექტის მიზნები-
·         ტყის გასუფთავება
·         მოსახლეობის და დამსვენებლების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება
მონაწილეთა ასაკი-11-12წელი
ვადები, ხანგრძლივობა-20დღე
მოსალოდნელი შედეგი
·         სკოლის მოსწავლეების მიერ აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება
·         ბუკლეტების დამზადება და გავრცელება,სადაც აღწერილი იქნება ტყის ეკოლოგიური მნიშვნელობა
·         ტყეში ქცევის წესების პირობითი ნიშნების შემუშავება, დამზადება და განთავსება ამ ტერიტორიაზე
·         აღნიშნული ტერიტორია იქნება დასუფთავებული და ამაღლდება მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერება
·         ამაღლდება მოსწავლეების ეკოცნობიერება, თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ ანუ მოხდება ცოდნის ტრანსფერი. გუნდური პრინციპით მუშაობა ხელს შეუწყობს სოციალური უნარების განვითარებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:-ფოტო-აპარატი,პროექტორი,კომპიუტერი, ნაგვის ურნები, პროგრამა word-ისათვის ფურცლები.
პროექტის მსვლელობა-
·         პროექტში მონაწილე ბავშვების შერჩევა და დაკომპლექტება
·         ჯგუფის წევრებს შორის დავალებების განაწილება
·         მოსახლეობის გამოკითხვა- თუ როგორ იცვალა ტყემ სახე ბოლო 10-15წლის მანძილზე
·         მოსწავლეები აღნიშნულ ტერიტორიაზე იღებენ სურათებს და პრეზენტაციისათვის აკეთებენ სლაიდებს.
·         პროექტის პრეზენტაცია სკოლასა და თემისათვის
·         კონკურსის გამოცხადება სკოლაში- საუკეთესო პლაკატი-ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი
·         ბუკლეტების დამზადება და გავრცელება
·         მოსწავლეების ინიციატივით აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება
·         აღნიშნულ ტერიტორიაზე ქცევის პირობითი ნიშნების განთავსება
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-VI.101  აღწერს ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეულ უარყოფით შედეგბს, აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს მათი თავიდან აცილების საშუალებებზე.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)-ლელა კორკოტაძე

ხელმძღვანელის ელფოსტა-lelakorkotadze555@gmail.com