პროექტის სახელწოდება-როგო შეცვალა ადამიანმა გარემო
პროექტის მთავარი იდეა-მაისის თვეში სურამს უამრავი
დამსვენებელი სტუმრობს, ამ პერიოდში მწიფდებაწიწოვნების მტვერი, რომელიც სასარგებლოა
ბრონქიალურ-ასთმიანი ბავშვებისათვის.
დამსვენებლების მომრავლებამ პრობლემა შეუქმნატყეს, კერძოდ:
·
ხდება დანაგვიანება არსებული ტერიტორიის
·
აზიანებენ ხის მერქანს
·
ანთებენ კოცონს და იქმნება ხანძრის საშიშროება
შესაძლებელია მიზეზი იყოს ტყეში არასაკმარისი რაოდენობით
ურნები, აგრეთვე ადამიანების ეკოლოგიური განათლების დაბალი დონე.
პროექტის აქტუალობა-ყოფით ცხოვრებაში გამოყენება
პროექტის მიზნები-
·
ტყის გასუფთავება
·
მოსახლეობის და დამსვენებლების ეკოლოგიური ცნობიერების
ამაღლება
მონაწილეთა ასაკი-11-12წელი
ვადები, ხანგრძლივობა-20დღე
მოსალოდნელი შედეგი
·
სკოლის მოსწავლეების მიერ აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება
·
ბუკლეტების დამზადება და გავრცელება,სადაც აღწერილი
იქნება ტყის ეკოლოგიური მნიშვნელობა
·
ტყეში ქცევის წესების პირობითი ნიშნების შემუშავება,
დამზადება და განთავსება ამ ტერიტორიაზე
·
აღნიშნული ტერიტორია იქნება დასუფთავებული და ამაღლდება
მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერება
·
ამაღლდება მოსწავლეების ეკოცნობიერება, თეორიულ ცოდნას
პრაქტიკაში გამოიყენებენ ანუ მოხდება ცოდნის ტრანსფერი. გუნდური პრინციპით მუშაობა
ხელს შეუწყობს სოციალური უნარების განვითარებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:-ფოტო-აპარატი,პროექტორი,კომპიუტერი,
ნაგვის ურნები, პროგრამა
word-ისათვის ფურცლები.
პროექტის მსვლელობა-
·
პროექტში მონაწილე ბავშვების შერჩევა და დაკომპლექტება
·
ჯგუფის წევრებს შორის დავალებების განაწილება
·
მოსახლეობის გამოკითხვა- თუ როგორ იცვალა ტყემ სახე
ბოლო 10-15წლის მანძილზე
·
მოსწავლეები აღნიშნულ ტერიტორიაზე იღებენ სურათებს და
პრეზენტაციისათვის აკეთებენ სლაიდებს.
·
პროექტის პრეზენტაცია სკოლასა და თემისათვის
·
კონკურსის გამოცხადება სკოლაში- საუკეთესო პლაკატი-ბუნების
დაცვისადმი მიძღვნილი
·
ბუკლეტების დამზადება და გავრცელება
·
მოსწავლეების ინიციატივით აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება
·
აღნიშნულ ტერიტორიაზე ქცევის პირობითი ნიშნების განთავსება
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-VI.101 აღწერს ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეულ
უარყოფით შედეგბს, აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს მათი თავიდან აცილების საშუალებებზე.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)-ლელა კორკოტაძე
ხელმძღვანელის ელფოსტა-lelakorkotadze555@gmail.com
No comments:
Post a Comment